„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს - ფოტო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ბოლო დროს რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
Sputnik
სააკაშვილის მხადამჭერები და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მათ აღელვებთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელისუფლება მათ არგუმენტებს მოგონილს უწოდებს.
1 / 18

თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა

2 / 18

აქამდე სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულარულად მართავდნენ საპროტესტო აქციებს სამთავრობო შენობებთან

3 / 18

ბოლოს მომიტინგეებმა აქცია კანცელარიის შენობასთან გამართეს

4 / 18

დემონსტრაცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ოფისთანაც

5 / 18

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მანამდე ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას

6 / 18

ენმ-ის აქტივისტები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავენ საქართველოს სხვადახვა ქალაქებში

7 / 18

„ჩვენ გავხსენით მიხეილ სააკაშვილის განმათავისუფლებელი შტაბი, რომელიც პარალელურად იქნება „ნაცმოძრაობის“ ცენტრალური ოფისი თბილისში“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა

8 / 18

ხაბეიშვილის თქმით, თბილისში პარტიის გასაძლიერებლად სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

9 / 18

„ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე

10 / 18

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ასევე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში

11 / 18

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს სააკაშვილს უარი განუცხადა გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოხდის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

12 / 18

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს დემენცია, კახექსია და გამოხატული ატაქტიკური სინდრომი, რომელიც ამავდროულად ანადგურებს მენტალურ ფუნქციებს, რაც გათავისუფლების მყარი საფუძველია

13 / 18

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს დაუდასტურებელი უწოდა

14 / 18

კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა არაერთხელ გაანცხადეს, რომ მთავარი პრობლემა სააკაშვილის მხრიდან საკვების მიღებაზე უარის თქმაა, და მას შეუძლია მიიღოს საკვები და წონა მოიმატოს

15 / 18

სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს ჩუმად ჩამოვიდა საქართველოში, 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმ დროისათვის მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით სისხლის სამართლის ორ საქმეზე - დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულთა შეწყალების

16 / 18

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სამ საქმეს განიხილავს - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა

17 / 18

სააკაშვილმა დაკავებიდან ციხის საკანში ჯამში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, მთელი დანარჩენი დროის განმავლობაში ის იმყოფებოდა ციხის კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა „ვივამედში“

18 / 18

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა