Glovo-ს, Wolt-ისა და Bolt-ის კურიერებმა საერთო საპროტესტო აქცია ჩაატარეს. მათ ხელფასების მომატება და შრომის პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. კურიერების ნაწილმა მსვლელობა დაიწყო სპორტის სასახლიდან კომპანია Wolt-ის მთავარ ოფისამდე ვაკეში. აქციამ ექსცესების გარეშე და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა.