ხვიჩა კვარაცხელია - ყველასთვის საყვარელი გმირი!

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო, მათიც კი, ვინც ფეხბურთისგან შორის იყო.
Sputnik
საქართველოს ნაკრების თამაშებზე სტადიონები მთლიანად ივსება. კვარაცხელიას თამაშებს „ნაპოლიში“ ტელევიზორით უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს.
ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა „ნაპოლის“ შთამბეჭდავ წარმატებაში – მან ამ სეზონში 25 გოლის გატანაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთის მოყვარულებისა და პროფესიონალების აზრი ერთმანეთს ემთხვევა, ისინი მიიჩნევენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის სამყაროში ფენომენია.