რიკოთის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა - ვიდეო

ძლიერმა თოვამ და ლიპყინულმა რიკოთის უღელტეხილზე პრობლემები შექმნა. ავტომობილები რამდენიმე საათის განმავლობაში უძრავად იდგნენ. დღეს გზის ამ მონაკვეთს უკვე აქტიურად ასუფთავებენ.
Sputnik
ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია. თუმცა, ცივი ამინდები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ მძღოლებს მართებთ მეტი ყურადღება და, ცხადია, საკუთარი ავტომობილების ზამთრის პირობებისათვის მომზადება.