პრესკონფერენცია: „საქართველოს ისტორიისა და კულტურის კურსები რუსულ ენაზე“

პრესკონფერენცია თემაზე „საქართველოს ისტორიისა და კულტურის კურსები რუსულ ენაზე“ „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 24 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.
Sputnik
საგანმანათლებლო კურსი „საქართველოს ისტორია და კულტურა“, რომელიც რუსულ ენაზე ჩატარდება, ე.მ.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
მსურველებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ექვს სალექციო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა ვახტანგ გორგასლის ეპოქა, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის მოღვაწეობა, ასევე ქართული მეღვინეობის ისტორია, ვაზისა და ღვინის გავლენა ერის იდენტურობაზე და სხვ.
პროექტის თაობაზე დაწვრილებით ისაუბრებს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.