მოვითხოვთ ხელფასის მომატებას! მიტანის სერვისის კურიერების საპროტესტო აქცია - ფოტო

თბილისში კიდევ ერთხელ გაიმართა მიტანის სერვისების კურიერების საპროტესტო აქცია, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ.
Sputnik
კურიერები ბოლო დროს პერიოდულად მართავენ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციას. ისინი უკმაყოფილონი არიან შრომის პირობებითა და მიღებული გასამრჯელოს ოდენობით.
1 / 12

კურიერებმა თბილისში მორიგი აქცია გამართეს

2 / 12

მათი ნაწილი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა

3 / 12

აქციაში მონაწილეობდნენ Glovo-ს, Wolt-ისა და Bolt-ის თანამშრომლები

4 / 12

ისინი უკმაყოფილო არიან იმით, რომ ყველაფრის ფასი იზრდება, მათი ხელფასები კი უცვლელი რჩება

5 / 12

ისინი აცხადებენ, რომ ხელფასები უცვლელი რჩება ტარიფების მატების შემთხვევაშიც კი

6 / 12

„ჩვენს ოჯახებსა და ახლობლებზე ვინ იზრუნებს ჩვენ გარდა?“ - ხშირად ისმოდა ასეთი კითხვაც

7 / 12

სპორტის სასახლიდან მათ მსვლელობა მოაწყვეს

8 / 12

და გაემართნენ ვაკისკენ, Wolt-ის მთავარ ოფისთან, სადაც მათი კოლეგები ასევე მართავდნენ აქციას

9 / 12

ასეთი აქციები ბოლო დროს პერიოდულად იმართება ხოლმე

10 / 12

ამჯერად Wolt-ის თანამშრომლებმა კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს

11 / 12

კომპანიაში განაცხადეს, რომ გადახედავენ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, ასევე მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხს

12 / 12

ახლა კურიერები ელოდებიან, რით დასრულდება მოლაპარაკებები და გაუმჯობესდება თუ არა მათი შრომითი პირობები