რუსეთის მოქალაქეს თურქეთიდან კონტრაბანდული საქონელი შემოჰქონდა

საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 186,8 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქართველმა მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის პირადი და კუთვნილი ხელბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი – ხუთი ძვირადღირებული საათი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.