წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Spuntik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ჰქონდა მოწყობილი. ინსპექტორებმა საამქროს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს წაბლის სახეობის 93 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 14 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი).
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.