ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა

გუდაური–კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს