საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აზერბაიჯანის სპეცრაზმის მომზადებას გაეცნო

ქართული დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სპეცრაზმელების მომზადების პროცესზე. ისინი გაეცნენ სამხედრო ნაწილებში არსებულ პირობებს.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ნაწილებს ეწვია, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
ქართული დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს სპეცრაზმელების მომზადების პროცესი. მათ დაათვალიერეს სამხედრო ნაწილებში არსებული პირობები.

„შემდეგ სტუმრები დაესწრნენ საზღვაო სპეცრაზმის საჩვენებელ წვრთნებს. მათ წარუდგინეს თანამედროვე იარაღი, საბრძოლო და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საზღვაო ქვეითები და სპეცრაზმელები იყენებენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სტუმრობის დასასრულ გაიმართა საჩუქრების გადაცემა, რის შემდეგაც ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს