ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR-კოდები განთავსდა

ამ ეტაპზე QR-კოდები განთავსებულია 46 ისტორიულ ძეგლზე.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ქალაქ ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაციის მიღება უკვე QR-კოდის მეშვეობითაა შესაძლებელი, ნათქვამია ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის “ამეტყველებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები” მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და მათი დაცვა.
ტექსტები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, არის ადაპტირებული ხმოვანი ვერსია ასევე ორ ენაზე და მოიცავს ფოტო და აუდიო საარქივო მასალებსაც.
იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლოს QR-კოდით, შეიქმნა აპლიკაცია „ქუთაისი“. ამ ეტაპზე QR-კოდები განთავსებულია 46 ისტორიულ ძეგლზე.
პროექტის „ამეტყველებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ განხორცილება შესაძლებელი გახდა ქუთაისის მერიის ურბანული დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის, საქართველოს ეროვნული არქივის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე.