გამოძიებამ ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

გოგონა მრავალრიცხოვანი ტრავმებით გურჯაანის კლინიკაში შეიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საგამოძიებო ორგანოებმა გურჯაანში ორი წლის გოგონაზე ძალადობის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გოგონა გურჯაანის კლინიკაში მრავალრიცხოვანი ტრავმებით მოხვდა. ექიმების თქმით, მას აქვს ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დამწვრობები მუცლისა და ფეხების არეში.
ბავშვი უკვე ჩამოიყვანეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში.
ბავშვის ბებია ამტკიცებს, რომ გოგონას სახლში სცემდნენ. მან ნახა მის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, სილურჯე თვალზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს