საქართველოში „მაკდონალდსის“ სტუმრებს უკვე რობოტები ემსახურებიან - ვიდეო

საქართველოში რესტორანთა ქსელ „მაკდონალდსში“ სტუმრებს რობოტები ემსახურებიან.
Sputnik
შეკვეთები ოპერატორებისა და ინტერაქტიული პანელების დახმარებით ხორციელდება, რის შემდეგაც სტუმრებისთვის კერძები უკვე რობოტებს მიაქვთ პირდაპირ მაგიდებთან.
რობოტი ქალის ხმით საუბრობს, ესალმება სტუმრებს, მადლობას უხდის შეკვეთისთვის და კვლავ ეპატიჟება მათ.