თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 24 თებერვლის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, 24 თებერვალს ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას IV, VI და VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, სანდრო ეულის (ზურაბ ანჯაფარიძის), შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, მამასახლისოვის ქუჩებს, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის II, III, IV შესახვევს და უნივერსიტეტის ქუჩა N24-ს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.