თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 5:0 მოუგო.
გოლების ავტორები არიან ნინო ბუხრიკიძე, რომელმაც დუბლი გააფორმა, ნათია ჯოჯუა, ლიზი კანკია და თინათინ ამბალია.
გუნდების შემდეგი შეხვედრა ერევანში 25 თებერვალს გაიმართება.
ამხანაგური მატჩები ქართული გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპია ოფიციალური შეხვედრებისთვის, რომლებიც გაზაფხულზე გაიმართება. კერძოდ, 12 და 15 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის „ბ“ ლიგის ფარგლებში საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ისრაელსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება.