წითელი ბურთები შენობის ნანგრევებში მიწისძვრის შემდეგ თურქეთში - ფოტო

მოხალისეებმა შენობის ნანგრევებს წითელი ბურთები მიამაგრეს, რათა პატივი მიეგოთ დაღუპული პატარების ხსოვნისადმი.
Sputnik
ფოტოგრაფ ოგუნ სევერ ოკურის ხელმძღვანელობით მოხალისეები ჰათაიში შენობის ნანგრევებთან მივიდნენ და იქ ბუშტები მიამაგრეს.
20 თებერვალს კიდევ დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგები თურქეთისა და სირიის საზღვართან ჰათაის პროვინციაში, რამაც კიდევ ერთხელ გახადა ადამიანები იძულებული, ქუჩებში გაქცეულიყვნენ თავის საშველად. მიუხედავად ამისა, რეგიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
1 / 8

მოხალისეებმა ნანგრევებზე მიამაგრეს წითელი ბუშტები, რათა პატივი მიეგოთ მიწისძვრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნისათვის

2 / 8

აქციის ორგანიზატორი იყო თურქი ფოტოგრაფი ოგუნ სევერ ოკური

3 / 8

წითელი ბუშტები „უკანასკნელი სათამაშოების“ სიმბოლოდ გამოიყენეს

4 / 8

ორშაბათს, საღამოს ევროპელმა სეისმოლოგებმა ინფორმაცია გაავრცელეს კიდევ ერთი, 6,4-ბალიანი მიწისძვრის შესახებ თურქეთისა და სირიის საზღვართან

5 / 8

სამი წუთის შემდეგ იყო მეორე, 5,8-ბალიანი ბიძგი

6 / 8

შემდეგ კი - 31 აფთერშოკი, რაც ისეთი ძლიერი აღარ იყო

7 / 8

ანთაკში მომხდარი მიწისძვრა 400 კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა - ლიბანში, სირიაში, კვიპროსსა და ისრაელში

8 / 8

6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 41 ათასი ადამიანი შეეწირა, ხოლო მეზობელ სირიაში სტიქიამ 4,5 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა