რუსეთი საქართველოს №1 სავაჭრო პარტნიორია: რამდენი ივაჭრეს ქვეყნებმა 2023 წელს

საქონელბრუნვა 2022 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის 52,3%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და 263,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი თითქმის 105,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა - 2023 წლის იანვარი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

87,8

105,7

იმპორტი

175,8

104,5

სულ

263,6

105,1

2023 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 8,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, თითქმის 4 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 36,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 5,9 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ფეროშენადნობები

45,3

242,3

ღვინო

11,3

28,8

მსუბუქი ავტომობილები

7,1

746,2

სპირტიანი სასმელები

5,9

242,5

მინერალური წყალი

4,5

-6,4

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 18 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე დაახლოებით 16,7 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 75 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 133,7 ათასი ტონა გაზი, ასევე 27,6 ათასი ტონა ქვანახშირი და ქვანახშირის საწვავი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

56,7

177,2

გაზი

34,8

177,2

ხორბლის ფქვილი

5,3

98,5

ხორბალი

52,3

48

ქვანახშირი

4,8

8.504,3

რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2022 წელს საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 52,3%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში თითქმის 7%-ით გაიზარდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს