ქართველი პატიმარი ბელგიის ციხეში სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

მამაკაცი საფრანგეთში ოჯახთან გამგზავრების ნებართვას ითხოვდა.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართველი პატიმარი ანტვერპენის იზოლატორში სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი საფრანგეთში დაბრუნებას და თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა შესაბამისმა ფრანგულმა უწყებამ მას ამის ნება არ მისცა. ამის გამო მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა დაიწყო.
სამი კვირის განმავლობაში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შეამოწმეს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ნიშნები არ ჰქონდა. ბელგიელი ექიმების დასკვნით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს