ბაკურიანმა პირველად უმასპინძლა ასეთ მასშთაბურ ღონისძიებას
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისათვის ღირსეულად მოემზადა
შეჯიბრებების ჩატარების მაღალ ხარისხს ხაზი გაუსვეს უცხოელმა ექსპერტებმა და ჟურნალისტებმაც
საქართველოს მთავრობამ ჩემპიონატისათვის მოსამზადებლად ას მილიონ დოლარამდე თანხა გამოყო
უცხოელი მონაწილეები და სტუმრები ყველაფრით აღფრთოვანებულები არიან
ჩემპიონატი 5 მარტამდე გასტანს
შეჯიბრებებში 42 ქვეყნის დაახლოებით 700 სპორტსმენი მონაწილეობს
ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება
ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სამთო ტრასების სააგენტო და სათხილამურო სპორტის ფედერაცია
ტელეარხ Eurosport-ის კომენტატორმა ბრედ ჯეიმ საკუთარ მაყურებელს ურჩია, აუცილებლად ეწვიონ საქართველოს ზამთრის კურორტს
„ბაკურიანი, საქართველო - ეს საოცარი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვანოთ მოსანახულებელი ადგილების სიაში, თუ უკვე არ გიქნიათ ეს“, - აღნიშნა Eurosport-ის წამყვანმა
კომენტატორმა ასევე დადებითად შეაფასა ინფრასტრუქტუა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისათვის მომზადდა
„ეს არის ადგილი, სადაც უამრავ ხარჯებს წევენ ზამთრის სპორტის სახეობების გასავითარებლად“, - განაცხადა კომენტატორმა
„მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად დიდი ფინანსები და დიდი დრო დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ მათ მართლაც სურთ საუკეთესო შედეგის ჩვენება“, - განაცხადა ტელეწამყვანმა
სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა ვერ შეძლეს საუკეთესო შედეგების დადება
თუმცა, მათი უცხოელი კონკურენტები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები
მედლებისა და პირველობისათვის ბაკურიანში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს
ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ბევრი დროა, დასწრების მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სპორტულ ღონისძიებას დაესწრონ
ასეთი მოვლენის გამოტოვება არ შეიძლება! ეს რიგით მეხუთე ჩემპიონატია ფრისტაილსა და სნოუბორდში
ჩემპიონატზე სულ გაიცემა მედლების 30 კომპლექტი (6-6 მედალი მამაკაცებსა და ქალებს შორის სნოუბორდში; 7-7 მედალი მამაკაცებსა და ქალებს შორის ფრისტაილში; 4 შერეულ გუნდურ დიციპლინაში (სნოუბორდ-კროსი, სკი-კროსი, აკრობატიკა, პარალელური სლალომი სნოუბორდში)