დაიხედეთ ხელისგულზე: თუ ეს სამი ასო შენიშნეთ, რჩეული ადამიანი ხართ

Sputnik
ეზოტერიკოსებსა და ქირომანტებს მიაჩნიათ, რომ ხელისგულზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა არა მხოლოდ ადამიანის ხასიათსა და მის პიროვნულ თვისებებზე, არამედ მის მომავალზეც.
მათი თქმით, ეს ხაზები იშვიათად ასოებსაც ქმნის, რაც მხოლოდ არაჩვეულებრივი და გამორჩეული ადამიანების შემთხვევაში ხდება.
დარგის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასეთი სამი ასოა: M, V და X – რომლებიც ხელისგულზე „იბეჭდება“ და მფლობელის შესახებ ბევრს მეტყველებს.
ვნახოთ, რაზე მიანიშნებს ეს ასოები.

ასო М

თუ ადამიანს ხელისგულზე ოთხივე მთავარი ხაზი (გულის, თავის, ბედისწერისა და ცხოვრებისა) ეკვეთება, დიდია შანსი, რომ ისინი ჩამოყალიბდეს როგორც ასო M.

ასეთ ადამიანს აქვს ძლიერი ინტუიცია და ტყუილის გამოცნობის უნარი. სწორედ ამის გამო აღწევენ ისინი ცხოვრებაში ბევრს. ამ ასოს მფლობელები ხშირად 40 წლამდე მდიდრდებიან.

თუ М მარჯვენა ხელზეა გამოსახული, ადამიანი მატერიალურადაა მდიდარი, ხოლო თუ მარცხენაზე — სულიერადაც.

ასო V

ხშირ შემთხვევაში ეს ასო გულის ხაზის სიახლოვეს ისახება და ადამიანის იღბლიანობაზე მიანიშნებს.

ასეთებს აქვთ წარმატებული კარიერა, შეუძლიათ დაამყარონ საჭირო კავშირები, რაც პროფესიულ საქმიანობაში ეხმარებათ.

როგორც წესი, მათ არაერთი ცხოვრებისეული სირთულის გადალახვა უწევთ, მაგრამ ამ გამოცდებს იოლად ართმევენ თავს.

ასო Х

ისახება თავისა და გულის ხაზებს შორის. ასეთებს არ აშინებთ სიძნელეები და გამუდმებით მზად არიან მეტოქეებთან შესაჭიდებლად.

თუ X მარჯვენა ხელისგულზეა, ე.ი. ადამიანს ანალიტიკური გონება აქვს და გადაწყვეტილებებს ყოველთვის მას შემდეგ იღებს, რაც კარგად აწონ-დაწონის ყველაფერს. სწორედ ეს უწყობს მათ ხელს, წაიწიონ წინ.

თუ X მარცხენა ხელისგულზეა, ე.ი. ადამიანს მაღალ დონეზე აქვს განვითარებული ინტელექტი და ემპათია, კარგად ესმის და გრძნობს სხვათა ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

თუ Х ორივე ხელისგულზეა, ე.ი. ადამიანი ლიდერადაა დაბადებული, არის ნიჭიერებისა და გაწონასწორებულობის ეტალონი.