სურამთან ავარია მსხვერპლით დასრულდა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ავტოავარიის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.