საბურთალოზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სარემონტო სამუშაოები 21 თებერვლიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სარემონტო სამუშაოების გამო ალექსანდრე ყაზბეგისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიაში აღნიშნეს, რომ სამუშაოების განმავლობაში მძღოლებს მარშრუტის შეცვლა არ მოუწევთ, რადგან ეს გზაჯვარედინი არ გადაიკეტება.
ყაზბეგი-თამარაშვილის ქუჩების კვეთა ერთ-ერთი საკვანძო ადგილია საბურთალოზე. პიკის საათებში აქ მუდმივად „საცობებია“.
სარემონტო სამუშაოები 21 თებერვლიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს