თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 3-5 მარტს მონაწილეობას მიიღებს ტაშკენტის „დიდი სლემის“ ტურნირში.
ტაშკენტის „დიდ სლემზე“ გათამაშდება სარეიტინგო ქულები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის. ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი 23-მა ეროვნულმა ნაკრებმა შეიტანა.
საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა 23 წლის გელა ზაალიშვილი (+100 კგ), რომელიც ტრავმის მერე გამოჯანმრთელდა.
ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ - ლევან გუგავა
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ - ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ - გელა ზაალიშვილი
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
როგორც ფედერაციაში აღნიშნავენ, შეჯიბრების დაწყებამდე შემადგენლობაში შეიძლება ცვლილებები შევიდეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სპორტსმენი ავად გახდება ან ტრავმას მიიღებს.