თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. დასავლეთი მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება რუსეთთან საბრძოლველად, მათ შორის, ტერორისტები და ნეონაცისტები, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.
„მათ, ბოდიშს გიხდით მოვეტონისთვის, მიუფურთხებიათ, თუ ვისზე დადებენ ფსონს რუსეთთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას გამოყენება შეუძლიათ (ჩვენ ვნახეთ, რომ ასეც მოხდა) — ტერორისტებისაც და ნეონაცისტებისაც, თუნდაც ეშმაკისა (ღმერთო, მაპატიე), ოღონდ მათი ნება შეასრულონ — იმსახურონ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად“, — განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერი ფედერალური კრების წინაშე გამოვიდა სიტყვით. ღონისძიებას, რომელიც მოსკოვში, „გოსტინი დვორში“ გაიმართა, გარდა ფედერალური კრების დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებისა, ასევე დაესწრნენ საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.