პუტინმა უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში დასავლეთის ელიტა დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. უკრაინული კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დასავლეთის ელიტებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.

„უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტას ეკისრება. და, რაღა თქმა უნდა, კიევის დღევანდელ რეჟიმსაც, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი უცხოა“, — ციტირებს პუტინს „რია ნოვოსტი“.

მანამდე რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, გარდა ტერორისტებისა და ნეონაცისტებისა, „თუნდაც ეშმაკი“ გამოიყენოს, „ოღონდ მათი ნება შეასრულონ — იმსახურონ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად“.
რუსეთის ლიდერი ფედერალური კრების წინაშე გამოვიდა სიტყვით. ღონისძიებას, რომელიც მოსკოვში, „გოსტინი დვორში“ გაიმართა, გარდა ფედერალური კრების დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებისა, ასევე დაესწრნენ საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.