პაპუაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს

1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 102-ე წლისთავს ულოცავს.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს.

„მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმდროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების უდიდეს მიღწევად არის მიჩნეული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს