მეწყერმა ცაგერში ავტომობილი მოიყოლა: მძღოლის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ავტომობილი მოიყოლა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ერთი პირი იმყოფება. მხარის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ დროისათვის ჩქუმი–ქულბაქის საავტომობილო გზა ჩაკეტილია. ადგილზე გზის გაწმენდის და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მესტიაში ზვავი ჩამოწვა: ჩაკეტილია საავტომობილო გზა>>
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს