თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 307 ძებნილი პირი დააკავეს, რომელთაგანაც 37 ადამიანი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, განაცხადა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წინაშე 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, შარშან პოლიციამ ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი ამოიღო.
გომელაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას ევროპელ და სხვა ქვეყნების პარტნიორებთან ინტერპოლის არხებით.
გარდა ამისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით რვა ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები.