ცაგერში მეწყერს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი წუხელ ჩამოწვა.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში კლდის მასის ქვეშ მოყოლილ ავტომანქანაში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.
მეწყერი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ, გვიან საღამოს ჩამოწვა. მეწყრის ქვეშ ავტომობილი მოყვა, რომელშიც 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ იყო მეწყრის გააქტიურების საფრთხე, რის გამოც მაშველები ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ.
ამ დროისათვის ორივე სოფლის 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს