ოსტინ ბატლერი, კეიტ ბლანშეტი და სხვა ვარსკვლავები BAFTA-ს დაჯილდოებაზე ლონდონში - ფოტო

ლონდონში ბრიტანეთის კინოაკადემიისა და სატელევიზიო ხელოვნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
Sputnik
გასულ კვირას ლონდონში გაიმართა ბრიტანული კინოაკადემიისა და სატელევიზიო ხელოვნების დაჯილდოების ცერემონია (BAFTA).
წელს ცერემონიის წამყვანი იყო ბრიტანელი მსახიობი რიჩარდ გრანტი, რომელიც BAFTA-ს და „ოსკარის“ ნომინანტი იყო. წითელ ხალიჩაზე სტუმრებს ეგებებოდნენ ბრიტანელი რადიოწამყვანი ვიკ ჰოული და სცენარისტი ალი პლამბი.
განსაკუთრებით მოულოდნელი იყო გერმანული ფილმის „დასავლეთის ფრონტზე ცვლილებების გარეშე“ ტრიუმფი. რემარკის უკვდავი რომანის ახალმა ეკრანიზაციამ ნამდვილად ყველა აღაფრთოვანა.
1 / 12

BAFTA-სა დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს ლონდონში გაიმართა

2 / 12

საზეიმო ღონისძიებას ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, კერძოდ, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე კეიტ მიდლტონი

3 / 12

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ჯილდო მიიღო ოსტინ ბატლერმა, რომელმაც საკულტო როლი შეასრულა ფილმში „ელვისი“

4 / 12

ბრიტანელი მსახიობი ჯოდი ტერნერ-სმიტი დაჯილდოების ცერემონიაზე

5 / 12

საუკეთესო სრულმეტრაჟიან ანიმაციად ბრიტანელმა კინოაკადემიკოსებმა დაასახელეს გილერმო დელ ტოროს „პინოქიო“

6 / 12

საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა კეიტ ბლანშეტი ლიდიას როლისათვის ფილმში „ტარი“

7 / 12

სამხრეთკორეელი მსახიობი ჩონ ჰო ენი BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

8 / 12

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ მამაკაცად დასახელდა ბარი კოეგანი

9 / 12

ცერემონიაზე ასევე ყურადღება ექცეოდა სამოსს, რომელიც ემოსათ ვარსკვლავებს

10 / 12

მსახიობი ანა დე არმასი BAFTA-ს დაჯილდოებაზე ლონდონში

11 / 12

მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

12 / 12

მსახიობები კე ჰი კუანი და მიშელ იეო