სურამი-საქასრიას გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის ამ მონაკვეთზე აკრძალვა დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო მოქმედებდა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სურამის კვანძი–საქასრიას გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132–163 კმ მონაკვეთზე, სადაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილება დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო იყო აკრძალული.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება ასევე თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს