მსოფლიო დღეს

სეიმურ ჰერშის სტატია სპეკულაციაა: ევროკომისიამ პირველი კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ევროკომისიას ამერიკელი ჟურნალისტის სეიმურ ჰერშის გამოძიება „ჩრდილოეთის ნაკადებთან“ დაკაშირებით სპეკულაციად მიაჩნია და არ აპირებს ამაზე კომენტარის გაკეთებას, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს ევროკომისიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეა მაზინიმ.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის აქტის შემსრულებლებთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე. ამ კითხვაზე შესაძლო პასუხის ერთადერთი საფუძველი არის ოფიციალური გამოძიება“, – განუცხადა სააგენტოს მაზინიმ.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროკომისიის პირველი კომენტარია სეიმურ ჰერშის სტატიაზე სათაურით „როგორ გაანადგურა ამერიკამ „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც მან 8 თებერვალს გამოაქვეყნა პლატფორმაზე Substack. როგორც ჰერში წერდა წყაროზე დაყრდნობით, რუსულ გაზსადენებზე აფეთქებები აშშ-ის საიდუმლო ოპერაცია იყო. თეთრმა სახლმა ჰერშის ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ გაზსადენებზე მომხდარ დივერსიასთან შეერთებულ შტატებს არანაირი კავშირი არ აქვს.