მსოფლიო დღეს

Politico: თეთრი სახლი კიევისგან კონტრშეტევის დაწყებას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის წინ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციისგან დაჟინებით მოითხოვს ფრონტზე მიღწევების განმტკიცებასა და კონტრშეტევის განხორციელებას, წერს Politico.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის თავდაცვა მალე კრიტიკულ ფაზაში შევა, რადგან რუსეთი შეტევას დაიწყებს, რაზეც ძალიან ბევრს წერენ Telegram-არხები.

„რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, თეთრმა სახლმა ზელენსკის გუნდს მოუწოდა, ახლავე დაიწყონ შეტევისთვის მზადება, სანამ ვაშინგტონიდან და ევროპიდან იარაღი და დახმარება თავისუფლად მოედინება. ისინი შიშობენ, რომ უკრაინის ევროპელი მეზობლებისგან მხარდაჭერა მომავალში შესაძლოა შეიზღუდოს“, — წერს გაზეთი.

ამასთან Politico აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის უკრაინას ამერიკიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობაში მოსვლამ შესაძლოა სიტუაცია გაართულოს. გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში არსებობს რესპუბლიკელ კონგრესმენთა მცირე, მაგრამ მზარდი ფრაქცია, რომელიც ეჭვით უყურებს უკრაინის დაფინანსების აუცილებლობას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი პოლონეთს 20-22 თებერვალს ეწვევა და ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთში ბაიდენის „ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება“ დააანონსა.
წყარო: Politico