მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზარდოს.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ესპანურ მასმედიაზე დაყრდნობით.
დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის გაქურდვა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ.
სპეცოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა 7 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები.
საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით ჩატარდა.