გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს: ბოლო ცნობები

უამინდობამ საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოქმედებდა.
გარდა ამისა, გზის გაწმენდის სამუშაოების შედეგად ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი–საირმისა და წყალთაშუა–კაკასხიდის გზის მონაკვეთებზე.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 28-50 კმ მონაკვეთზე (ბაღდათი–საირმე).
რაც შეეხება კაკასხიდი–ზეკარის მონაკვეთს, აქ დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.