თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გორი–ქარელის საავტომობილო გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა, იუწყება ქართული მასმედია.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.