მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენმა პირველი კომენტარი გააკეთა კიევში ვიზიტთან დაკავშირებით

Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც დღეს გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია უკრაინის დედაქალაქს, პირველი კომენტარები გააკეთა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლებიც მის ოფიციალურ Twitter-აკაუნტზე ქვეყნდება.

„ახლოვდება რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის წლისთავი. და დღეს მე კიევში ვარ, რათა პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდე და დავუდასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, — ნათქვამია ამერიკის ლიდერის ტვიტში.

ბაიდენის თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ „უკრაინა სუსტია, ხოლო დასავლეთი — გაყოფილი; ფიქრობდა, რომ დაგვჯაბნიდა, მაგრამ შეცდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების ახალ, 500-მილიონიან პაკეტს გამოუყოფს უკრაინას.