კიდევ ერთი მარცხი: თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები იტალიელ „პრო რეკოსთან“ დამარცხდნენ

იტალიური კლუბი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვე მატჩი ჩაატარა და „პრო რეკოს“ გუნდთან ანგარიშით 5:20 წააგო.
თბილისელები შვიდი შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო, მერვე ადგილს იკავებდნენ, ხოლო „პრო რეკო" მესამე ადგილზე იყო. იტალიური კლუბი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.
ამ სეზონში „პრო რეკო" ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. პირველ მატჩში, 7 თებერვალს, „დინამო“ მეტოქესთან 3:13 დამარცხდა.
ანგარიში მეოთხედების მიხედვით:
პირველი მეოთხედი - 2:5;
მეორე მეოთხედი - 0:4;
მესამე მეოთხედი - 1:6;
მეოთხე მეოთხედი - 2:5.
თბილისის „დინამო" A ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში „დინამო“ სტუმრად „ჰანოვერს" დაუპირისპირდება.