თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოში დღეს დილით ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველი, 3,6 მაგნიტუდის ბიძგი 09:18 საათზე დაფიქსირდა (ქალაქ ოზურგეთიდან2 კილომეტრით სამხრეთით სოფელ კვაჭალათში). 10:27 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კვლავ ოზურგეთთან, 14 კილომეტრით აღმოსავლეთით, კურორტ გომისმთაზე, შემდეგ 11 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დაბა ჩოხატაურიდან 6 კილომეტრით დასავლეთით სოფელ ბუკნარში. სამივე ბიძგის კერა 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.