თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.