თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველმა სპორტსმენი რევაზ ნაზღაიძე ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატზე გიგანტურ სლალომში შეჯიბრების ფინალურ ეტაპში ვერ გავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე კვირას გაიმართება შეჯიბრება პარალელურ გიგანტურ სლალომში. ნაზღაიძე 32 საუკეთესო სპორტსმენში ვერ მოხვდა.
პარალელური გიგანტური სლალომის ფინალური ეტაპი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო და რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
პარალელური გიგანტური სლალომი
© GSF - Georgian Ski Federation
მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ბრძოლას აგრძელებს ხუთი ქართველი სპორტსმენი: დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.
საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.