თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში, სამგორისა და ისნის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირი ამ დროისთვის არ მიეწოდება 1200 აბონენტს (ისანში 372 და სამგორში 848 აბონენტს).
არსებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება 17 თებერვალს 19:10 საათზე შეწყდა და 18 თებერვლის 14:00 საათზე აღდგება.
წყარო - „თბილისი ენერჯი“