რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პარასკევს საღამოს რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს, იუწყება „ინფო რუსთავი".
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე და გრძელდება ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები", - განაცხადა პაატიშვილმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით უკვე დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
წყარო - „ინფო-რუსთავი“