თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. გორის რაიონული სასამართლო 17 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვას იწყებს, რომელშიც 31 წლის მამაკაცია ბრალდებული, იუწყება „ტვ პირველი“.
როგორც პროკურატურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ბრალდების მხარეს აქვს საკმარისი სამხილი იმის დასამტკიცებლად, რომ მამაკაცმა მოზარდს მანქანა გაუჩერა, შესთავაზა მისთვის სასურველ ადგილზე მიყვანა, ხოლო შემდეგ კი მანქანაში გააუპატიურა.
მას ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით აქვს წარდგენილი და სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები არასარწმუნოა.
არასრულწლოვნის გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.