თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები, შესაძლოა, შეფერხდნენ, ამიტომ კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ მზადაა მგზავრებს ბილეთის ფული უკან დაუბრუნოს.
„საქართველოს რკინიგზაში“ აღნიშნეს, რომ მცირე დაგვიანებები კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.