თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ახალგაზრდა ქალმა ახალშობილი კლინიკაში დატოვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ტელეკომპანიის ცნობით, კლინიკა BMS-ში 18 წლის ახალგაზრდამ ბავშვი ორი დღის წინ გააჩინა, დღეს კი ჩვილი სამედიცინო დაწესებულებაში დატოვა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.
კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სახელმწიფო სააგენტო.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც.
გარდა ამისა, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალშობილი იპოვეს. მასმედიის ცნობით, ბავშვი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.