Wolt-ის კურიერები თბილისში ყოველკვირეული აქციების მოწყობას აპირებენ

აქციები ვაკეში, კომპანიის ოფისთან გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კვების და საქონლის მიტანის სერვისი Wolt-ის კურიერები ხელფასის მომატების მოთხოვნით თბილისში ყოველკვირეული აქციების მოწყობას აპირებენ.
აქციებს კურიერები კომპანიის ოფისთან, ვაკეში გამართავენ.
მიტანის სერვისის კურიერები ბოლო დროს პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს თბილისში. ისინი უკმაყოფილო არიან ხელფასით და დამსაქმებლებისგან შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ისინი მათი შრომის ანაზღაურების გამოთვლის გამჭვირვალე სისტემას მოითხოვენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს