თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ერთი ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.