თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 164,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს.
საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 267,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 60%-ია. ამასთან, იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 11-ჯერ გაიზარდა.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2023 წლის იანვარში
ქვეყანა | გზავნილების მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 267,6 | 1.095,7 |
იტალია | 39,7 | 18,9 |
აშშ | 28,6 | 40,8 |
საბერძნეთი | 18,1 | 6,7 |
ისრაელი | 17,1 | 14,5 |
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12,6%-ით მეტია.