ნანა ძაგნიძემ მიუნხენში ბრინჯაო მოიპოვა

გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, 16-მა უძლიერესმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძაგნიძემ შესაძლო 11 ქულიდან 6,5 ქულა მოაგროვა. 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის ანგარიშზე სამი გამარჯვება, შვიდი ყაიმი და ერთი წაგებული შეხვედრაა.
შეჯიბრების გამარჯვებული ფიდეს ეგიდით მოასპარეზე რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი გახდა, რომელმაც 7,5 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე 7 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ გავიდა.
ფიდე რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ინდივიდუალურ ტურნირებში მხოლოდ ნეიტრალური დროშით ასპარეზობის უფლებას აძლევს.
გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, 16-მა უძლიერესმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში სულ 4 ეტაპი გაიმართება, აქედან თითოეული მონაწილისთვის სამ ტურნირში თამაშია სავალდებულო.